საბუნებისმეტყველო კათედრა

ბიოლოგია აბიტურიენტებისთვის საბუნებისმეტყველო კათედრაზე სწავლება მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, შესაბამისი სასკოლო სახელმძღვანელოებით. კათედრა იყენებს აგრეთვე დამხმარე მასალას. ვითვალისწინებთ რა იმ ფაქტს, რომ მოსწავლეებს უჭირთ საბუნებისმეტყველო საგნების გაგება-გააზრება და სწავლა, ვცდილობთ მასალის გადაცემას მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით. ვიყენებთ თვალსაჩინოებას, ინტერნეტ-რესურსებს. მოსწავლეებს ვაჩვევთ მონაცემების გააზრებასა და ორგანიზებას, სხვადასხვა ტექსტიდან, ნახატიდან,

.

გრაფიკიდან, სქემიდან, ცხრილიდან და დიაგრამიდან საჭირო ინფორმაციის წაკითხვას, ფიზიკურ სიდიდეებს შორის ზოგადი კანონზომიერებებისა და რაოდენობრივი კავშირების გარკვევას; მონაცემთა ინტერპრეტაციას, ანალიზისა და დასკვნების გამოტანას; მონაცემთა კლასიფიცირებას, მოვლენათა მიზეზების ახსნასა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენას.