ისტორია-გეოგრაფიის შესწავლა მიმდინარეობს თანამედროვე და უახლესი მეთოდების გამოყენებით. გეგმის, რუკის და ატლასის გამოყენება: ლეგენდის საშუალებით მათი კითხვა, ორიენტირება, საჭირო ობიექტის მოძიება, სხვადასხვა ტიპის გეოგრაფიული საშუალებების ანალიზი (ცხრილები, დიაგრამები, გრაფიკები), ინფორმაციის ანალიზი. დანერგილი გვაქვს გეოინფორმატიკა, რომელიც ადგენს გეოგრაფიულ-ინფორმაციულ სისტემებს, (GIS), მოსწავლეები ეცნობიან ე. წ. „მოაზროვნე რუკებს“ მაგ: ამინდის პროგნოზის, მთის ფერდობზე ტყის გაჩეხვის შედეგად რელიეფის შესაძლო ცვლილებების, მდინარეთა წლიური ჩამონადენის და სხვა. სისტემატურად ვაწარმოებთ ტესტურ გამოკითხვებს, რაც გვეხმარება ათვისებული მასალის განმტკიცებაში.